“ბერძნებზე უფრო ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ვართ? ყველაფერში რუსეთს რატომ ვუწყობთ ფეხს? საეკლესიო კალენდარშიც კი” - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელშო წერს:
"ათწლეულების მანძილზე საბჭოთა სისტემამ ფაქტიურად წაგვართვა შობის დღესასწაული და აქცენტი ახალი წლის აღნიშვნაზე გადაგვატანინა. მთელი ცივილიზებული ქრისტიანული სამყარო შობას ზეიმობდა და ჩვენ ახალ წელს. ყველგან საშობაო საჩუქრებს ჩუქნიან, საშობაო ნაძვის ხეს და მორთულობებს აკეთებენ, ჩვენ კი ყველაფერ ამას “საახალწლოს” ვეძახით.
ახლა კი, იმის მაგივრად, რომ თანდათან დავუბრუნდეთ შობის აღნიშვნას, ჩვენი ეკლესიის ხელშეწყობით, იმის გამო, რომ ახალ კალენდარზე არ გადადის (რომელიც ნამდვილი კალენდარია), ისევ ახალი წლის აღნიშვნაზეა აქცენტი. ფაქტიურად მთელი სადღესასწაულო განწყობა, აღნიშვნა, საჩუქრები 1 იანვარს ხდება და 7 იანვარს ისე აღმატებულად, როგორც ამ დღესასწაულს ეკადრება, აღარ აღვნიშნავთ.
ბერძნებზე უფრო ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ვართ? ყველაფერში რუსეთს რატომ ვუწყობთ ფეხს? საეკლესიო კალენდარშიც კი. ჩვენ, სერბები და რუსებიღა დავრჩით ძველ კალენდარზე," - ეერს მაია ბუწაშვილი.