loader

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მითითებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, შსს-მ აქციის მონაწილეებს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, კონკრეტული დრო და ადგილი განუსაზღვრა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ აღნიშნულს დაემორჩილონ და მსვლელობას მაინც გამართავენ.

უწყვეტი პროტესტის 388-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით არიან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. მათ მოთხოვნას კიდევ ერთი მოთხოვნაც დაემატა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.