loader

ამერიკამ "მწვანე ბარათის" გათამაშების პროგრამა შეაჩერა - რას უკავშირდება ტრამპის გადაწყვეტილება და რას გულისხმობს ალტერნატიული "ოქროს ბარათი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკამ "მწვანე ბარათის" გათამაშების პროგრამა შეაჩერა - რას უკავშირდება ტრამპის გადაწყვეტილება და რას გულისხმობს ალტერნატიული "ოქროს ბარათი"

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა „მწვა­ნე ბა­რა­თის“ პროგ­რა­მა შე­ა­ჩე­რა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი - წარ­მო­შო­ბით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ნე­ვეშ ვა­ლენ­ტე - აშშ-ში სწო­რედ ამ პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­და.

„პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მი­თი­თე­ბით, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვა­ვა­ლებ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურს, შე­ა­ჩე­როს პროგ­რა­მა DV1-ის მოქ­მე­დე­ბა. ეს კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ დამ­ღუპ­ვე­ლი პროგ­რა­მის გამო ამე­რი­კე­ლებს საფრ­თხე აღარ შე­ექ­მნათ“, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა, კრის­ტი ნო­ემ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, "ამ სა­ში­ნელ ადა­მი­ანს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არას­დროს უნდა ჰქო­ნო­და“.

ტრა­გე­დია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

48 წლის პორ­ტუ­გა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე ნე­ვეშ ვა­ლენ­ტე ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. სრო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ორი სტუ­დენ­ტი, ცხრა კი და­იჭ­რა. მას­ვე ედე­ბა ბრა­ლად მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (MIT) პრო­ფე­სო­რის მკვლე­ლო­ბა. თა­ვად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ხუთ­შა­ბათს, 18 დე­კემ­ბერს, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - სა­ვა­რა­უ­დოდ, მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვა­ლენ­ტე ქვე­ყა­ნა­ში 2017 წელს DV1 პროგ­რა­მით შე­ვი­და. თუმ­ცა, ირ­კვე­ვა, რომ ის ამე­რი­კა­ში მა­ნამ­დეც იმ­ყო­ფე­ბო­და - 2000 წელს იგი ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო ვი­ზით ჩა­ვი­და. უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბო­და ის სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან 2017 წლამ­დე, სა­ნამ „გრინ კარ­ტას“ მო­ი­გებ­და. განაგრძეთ კითხვა