loader

"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - BBC-ის სკანდალური გამოძიება: როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - BBC-ის სკანდალური გამოძიება: როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის

პა­ტა­რა, თავ­გა­და­პარ­სუ­ლი, ფერ­მკრთა­ლი ბიჭი კა­მე­რე­ბის წინ დგას.

"მე შვი­დი წლის ვარ და კიბო მაქვს, გთხოვთ და­მეხ­მა­რეთ და გა­და­მარ­ჩი­ნეთ" - ამ­ბობს ის.

ბიჭს რო­მე­ლიც კადრში ჩანს, ხა­ლი­ლი ჰქვია , რო­გორც მისი დედა ალ­ჯი­ნი ამ­ბობს გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა სთხო­ვა ბავ­შვის­თვის თავი გა­და­ე­პარ­სათ, ყალ­ბი წვე­თოვ­ნე­ბი შე­ა­ერ­თეს და ოჯახს სთხო­ვეს ისე მო­ე­წყოთ, თით­ქოს მას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და.თა­ვად ხა­ლილს ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტი მის­ცეს,რო­მე­ლიც უნდა და­ე­ზე­პი­რე­ბი­ნა და კა­მე­რე­ბის წინ ეთ­ქვა. დე­დის თქმით, ხა­ლილს ისიც არ მოს­წონ­და, რომ მის გვერ­დით დაჭ­რი­ლი ხახ­ვი და­დეს და თვა­ლე­ბის ქვეშ მენ­თო­ლი წა­უს­ვეს, რათა ეტი­რა.

ალ­ჯი­ნი და­თან­ხმდა, რად­გან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ღე­ბა დად­გმუ­ლი იყო, ხა­ლილს მარ­თლაც ჰქონ­და კიბო. მას უთხრეს, რომ ეს ვი­დეო უკე­თე­სი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ფუ­ლის ონ­ლა­ინ შეგ­რო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, რო­გორ ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა ხა­ლი­ლის სა­ხე­ლით თან­ხა მარ­თლაც შეგ­როვ­და, $27,000 , მაგ­რამ ალ­ჯინს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ კამ­პა­ნია ჩა­ვარ­და და მას ამ თან­ხი­დან არა­ფე­რი მი­უ­ღია — მხო­ლოდ $700 გა­და­უ­ხა­დეს, გა­და­ღე­ბის ერთი დღის ჰო­ნო­რა­რი, ერთი წლის შემ­დეგ კი ხა­ლი­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა.

BBC World Service-ის გა­მო­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­სო­წარ­კვე­თილ მშობ­ლებს, რო­მელ­თა ბავ­შვე­ბი მძი­მედ არი­ან ავად ხში­რად ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი იყე­ნე­ბენ, რათა “სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თან­ხე­ბი გა­და­ა­რი­ცხვი­ნონ.

ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ 15 ოჯა­ხი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხი­დან ძა­ლი­ან ცოტა ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­უ­ღი­ათ და ხში­რად არც კი იცოდ­ნენ, რომ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფული უკვე შეგ­როვ­და.

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, გა­მო­კი­თხუ­ლი ცხრა ოჯა­ხი —ერთი და იმა­ვე თაღ­ლი­თუ­რი ქსე­ლის მსხვერ­პლი გახ­და, ჯამ­ში მათ სა­ხელ­ზე $4 მი­ლი­ო­ნამ­დე შეგ­როვ­და, თუმ­ცა მათ ამ თან­ხი­დან თით­ქმის არა­ფე­რი მი­უ­ღი­ათ.

გა­მო­ძი­ე­ბა 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო, როცა YouTube-ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ­მა რეკ­ლა­მამ მი­იქ­ცია „მე არ მინ­და სიკ­ვდი­ლი,“ — ტი­რო­და გო­გო­ნა გა­ნა­დან, სა­ხე­ლად ალექ­სან­დრა. “ჩემი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან ძვი­რია“

მის­თვის შექ­მნილ­მა კამ­პა­ნი­ამ, რო­გორც ჩანს, თით­ქმის $700,000 შე­აგ­რო­ვა.

YouTube-ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ავად­მყო­ფი ბავ­შვე­ბის კი­დევ ბევ­რი მსგავ­სი ვი­დეო იყო ატ­ვირ­თუ­ლი — ყვე­ლა ძა­ლი­ან ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს: პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­და­ღე­ბულ კად­რებს თან ერ­თო­და ცნო­ბა, თით­ქოს უკვე უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი იყო შე­მო­წი­რუ­ლი. ყვე­ლა ვი­დეო გა­და­უ­დებ­ლო­ბის გან­ცდას ქმნი­და და ემო­ცი­ურ ენას იყე­ნებ­და. განაგრძეთ კითხვა