რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს საახალწლო სუფრაზე? - საცივი, ფხალეული, გოზინაყი, ჩურჩხელა, პროდუქტები, რომლებიც სადღესასწაულო სუფრაზე თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, რა რისიკებს შეიძლება შეიცავდეს იმუნური სისტემისთვის
რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს საახალწლო სუფრაზე? - საცივი, ფხალეული, გოზინაყი თუ ჩურჩხელა - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სადღესასწაულო სუფრაზე თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. ამ პროდუქტებს კი საერთო ინგრედიენტები - თხილი და კაკალი აერთიანებს.
სამწუხაროდ, შენახვის პირობების დარღვევისას, ნესტიან და დაობებულ პროდუქტში შესაძლოა აფლატოქსინები წარმოიქმნას. ეს ტოქსინები თვალისთვის შეუმჩნეველია და არც გემოთი იგრძნობა, თუმცა სერიოზულ ზიანს აყენებს ღვიძლს, ასუსტებს იმუნურ სისტემას და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. მორიგი ექსპერიმენტის ფარგლებში, ბაზარში შეძენილი კაკლისა და თხილის ნიმუშები საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაში შევამოწმეთ. რა შედეგები აჩვენა კვლევამ - ნახეთ ვიდეოში