"უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ უკრაინის ომს ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი" - შალვა პაპუაშვილი
უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც ახლა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე-ფაქტო აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღება უწევს და ევროკავშირი, რომელსაც უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის ტვირთი საკუთარ მხრებზე აკიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჯერ შეუძლებელია თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ვინმე თუ იქნება გამარჯვებული.