"ვერ გამიგია, ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს? რა ფენომენთან გვაქვს საქმე?!" - ზაზა თელია ექიმების ნაწილს მიმართავს
"სტატისტიკურად, მაგალითად, ვინც ჩვენთან კლინიკაში რეკავს ან "ფეისბუქზე" გვწერს, ჩაწერასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი შეკითხვა კონსულტაციის ღირებულებას ეხება, ანუ მოსახლეობას უჭირს, ანუ 120 ლარი კონსულტაციის ღირებულება ანუ 44 დოლარი ეძვირებათ, იმიტომ რომ ერი გაჭირვებულია" - ამის შესაზებ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.
ექიმი კოლეგების ნაწილს კითხვით მიმართავს: "ვერ გამიგია, ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს, რომ არაფრისთვის საჭირო, არაფრის მაქნის და უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ?!"
"აი, ერთი ფენომენი ვერ გამირკვევია...
სტატისტიკურად, მაგალითად, ვინც ჩვენთან კლინიკაში რეკავს ან "ფეისბუქზე" გვწერს, ჩაწერასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი შეკითხვა კონსულტაციის ღირებულებას ეხება, ანუ მოსახლეობას უჭირს, ანუ 120 ლარი კონსულტაციის ღირებულება ანუ 44 დოლარი ეძვირებათ, იმიტომ რომ ერი გაჭირვებულია....
ხოდა ვერ გამიგია, ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს, რომ არაფრისთვის საჭირო, არაფრის მაქნის და უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ.
ზოგჯერ 500 ლარის, ზოგჯერ 1000 ლარის და ზოგჯერ 2000 ლარის ღირებულების... და შემდეგ ამავე ღირებულების არაფრის მაქნის fake წამლებს უნიშნავთ... რა ფენომენთან გვაქვს საქმე?!" - წერს ზაზა თელია.