ანსამბლი "მძლევარი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქორეოგრაფიული ანსამბლი "მძლევარი" სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"ანსამბლ "მძლევარისთვის" დიდი ტკივილია მისი აღზრდილი არჩილ დოლიძის გარდაცვალება.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, არჩილ (კურკა) " - აღნიშნულია განცხადებაში.