"ქალიშვილი რომ არ ვიყავი ეგ იყო პრობლემა, მეორე დღეს დედამთილი რომ ავიდა საძინებელში უნდა ენახა რაღაც საწოლზე" - მძიმესი ისტორიის გაგრძელება: რას ჰყვება მარი ბარბაქაძე
შუახევის სოფელ ჩანჩხალოში დატრიალებულმა ოჯახურმა დრამამ მთელი საქართველო შეძრა. მას შემდეგ, რაც 44 წლის მარინა აბაშიძემ "ნანუკას შოუში“ თავისი ისტორია მოჰყვა - ისტორია ბებიაზე, რომელიც 16 წლის რძლისგან მიტოვებულ ტყუპებს დედად მოევლინა - საზოგადოების რისხვა ბიოლოგიური დედას დაატყდა თუმცა, დღეს სიჩუმეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ 20 წლის მარი ბარბაქაძე არღვევს.
მარიამი და დედამისი, დარინა, რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. ეს არის ისტორია ჩაგვრაზე, ეჭვიანობაზე, ფსიქოლოგიურ ტერორსა და დედამთილზე, რომელიც, მათი თქმით, რძლის თავიდან მოშორებას გეგმავდა.