ცნობილი ინფლუენსერი ქმარმა მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო - სასტიკი მკვლელობის დეტალები
ბრაზილიაში, სან-პაულოში, ცნობილი ინფლუენსერი 25 წლის მარია კატიანე გომეს და სილვა, ქმარმა, 40 წლის ალექს ლეანდრო ბისპო დოს სანტოსმა საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წყვილს შორის კამათი უძღოდა. კაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა, თუმცა, პოლიციის თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ კადრებში სილვას გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ფიზიკური ძალადობის სერიაცაა ასახული.
კადრში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ბრალდებული ცოლს ავტოსადგომზე. აგრესიული ქცევა ლიფტშიც გრძელდება. განაგრძეთ კითხვა>>>>