loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

ტროტუარზე მდგომ დემონსტრანტებს პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მისცა და მათ საფეხმავლო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პოლიციის ავტომობილის წინ დროშებით დადგნენ. ამის შემდეგ საპოლიციო ეკიპაჟმა პარლამენტის წინა ტერიტორია დატოვა.

პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

უწყვეტი პროტესტის ერთი წლის თავზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.