loader

გაუძვირდება თუ არა 227 670 მსესხებელს სესხი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაუძვირდება თუ არა 227 670 მსესხებელს სესხი?

227 670 მსესხებელს სესხი არ გაუძვირდება - ამის შესახებ სტატისტიკას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ აქვეყნებს.

„2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 227 670 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კი რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 227 670 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

227 670 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია - 182880 (80.30%). 41830 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატისტიკის თანახმად, ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 18.274 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.525 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.408 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.869 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.280 მლრდ. ლარი. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 65 431 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 600 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 140306-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 637 070 ლარს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა