loader

ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან საქართველოში შესვლას 2500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან საქართველოში შესვლას 2500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან რიგში, დაახლოებით, 2500 მძიმე სატვირთო ავტომობილი დაგროვდა. აქედან ელექტრონულ რიგში 2200 ავტომობილი არის დარეგისტრირებული. ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით საზღვარი 17000-მა ავტომობილმა და 35000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

გამოცემის შეფასებით, მაღალი ტრაფიკის გამო ზემო ლარსზე რიგები რეგულარულად ჩნდება. ყოველდღიურად ჩრდილოეთ ოსეთში 500-600, საქართველოში კი 300-350 სატვირთო ავტომობილი შედის. განაგრძეთ კითხვა...