ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - "ახლობლებთან ტელეფონით საუბრის დროს, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა"
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა.
37 წლის კაცი ზუგდიდიდან იყო და ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. არსებული ინფორმაციით, რაფავა ახლობლებთან ტელეფონით საუბრის დროს, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, ცოტახანში კი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის, უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლევან რაფავას ცხედარს საქართველოში.