loader

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 49 პირი დააკავეს, 14 პირზე კი ძებნა გამოაცხადეს - მათ შორის 5 ე.წ. კანონიერი ქურდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 49 პირი დააკავეს, 14 პირზე კი ძებნა გამოაცხადეს - მათ შორის 5 ე.წ. კანონიერი ქურდია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის განმარტებით, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს.