loader

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“ - სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“ - სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ზუგდიდში, სოფელ ახალკახათთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩემო ობლად გაზრდილო დაო, დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს, დედის საფლავის წინ დაგასრულებინეს სიცოცხლე.

სამი შვილის დედა და ულამაზესი დაიკო არ გვყავს. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ტკბილად განისვენე იქ, სადაც ყველაზე ძვირფასები გელოდებიან!!

მიყვარხარ და ვიწვი შენი საცოდაობით, დაო“, - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილ ქალს 3 შვილი დარჩა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 15 დეკემბერს მოხდა.