loader

რა ღირს თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სახელმწიფო კომპანიის მიერ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სახელმწიფო კომპანიის მიერ?

როგორც წესი, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის მოვალეობაში არ შედის. მიმდინარე წლის თებერვლამდე, თუ მოქალაქეს სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა დასჭირდებოდა, კერძო კომპანიისა ან ინდივიდუალური გატანის სერვისით უნდა ესარგებლა (წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი რომელიც ქუჩაში, მათ შორის, ნაგვის ურნასთან საყოფაცხოვრებო ნარჩენს დატოვებს, ფულად სანქციას ითვალისწინებს).

2025 წლის ზამთრის ბოლოს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი მომსახურება წარადგინა. აღნიშნული სერვისი გულისხმობს იმას, რომ გარდა კერძო ბიზნესისა, სახელმწიფო კომპანიასაც შეუძლია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურება გაწიოს. თუმცა, სერვისი ფასიანია.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა უჯდებათ მოქალაქეებს სახელმწიფო კომპანიის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენი გატანა.

მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობით განისაზღვრება. კერძოდ:

1 მ3 - მდე - 9 ლარი;1 მ3 - 3 მ3 - 69 ლარი;3 მ3 - 5 მ3 - 149 ლარი.

თუმცა, კიდევ უფრო დეტალურად რომ ჩავყვეთ, სხვადასხვა ტიპის და მოცულობის ნარჩენის ტარიფები შემდეგნაირად გამოითვლება:

ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე, სამშენებლო ნარჩენის ტრანსპორტირება, შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 5 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომანქანით - 35 ლარი ( მ3-ზე მეტი +15 ლარი);ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე, სამშენებლო ნარჩენის ტრანსპორტირება, შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 5-დან 10 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომანქანით - 35 ლარი (მ3-ზე მეტი +30 ლარი);ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის |ტრანსპორტირება, შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 10 ტონაზე მეტი |ტვირთამწეობის ავტომანქანით - 35 ლარი (მ3-ზე მეტი +50 ლარი);1 მ3 ან/და 1 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა - 35 ლარი;ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 5 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომანქანით - 15 ლარი;ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 5-დან 10 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომანქანით - 30 ლარი;ინერტული სამშენებლო ნარჩენის პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის შეტანა, განადგურება და გაუვნებლება 10 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის ავტომანქანით - 50 ლარი;1 მ3 სტანდარტული (მყარი) საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა, განადგურება-გაუვნებლება (შემოვლითი ავტოსატრანსპორტო საშუალებით) - 37.77 ლარი;1 ტონა სტანდარტული (მყარი) საყოფაცხოვრებო ნარჩენის განადგურება- გაუვნებლება - 70 ლარი;1 ტონამდე სტანდარტული (მყარი) საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა, განადგურება-გაუვნებლება - 105 ლარი;1 ტონა არასტანდარტული (თხევადი ან დიდი რაოდენობით სითხის შემცველი) ნარჩენის განადგურება და გაუვნებლება - 200 ლარი;1 ტონა არასტანდარტული (თხევადი ან დიდი რაოდენობით სითხის შემცველი) ნარჩენის გატანა, განადგურება და გაუვნებლება - 151.58 ლარი.