loader

"ბოლო წლებში დათუნასთან დაკავშირებული პრობლემები მის მძიმე მდგომარეობას უკავშირდებოდა" - რას წერს ნატალია ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო წლებში დათუნასთან დაკავშირებული პრობლემები მის მძიმე მდგომარეობას უკავშირდებოდა" - რას წერს ნატალია ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილზე

მსახიობი ნატალი ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაზე მტკივნეულია უყურებდე საყვარელ ადამიანს, რომელიც ნარკოდამოკიდებულია — როგორ ნელ-ნელა ანგრევს ყველაფერს, რაც წლებთან ერთად, ტკივილითა და შრომით აუშენებია. დათუნას დაბადებიდან ვიცნობ — ნიჭიერ, თბილ, საოცარი იუმორის მქონე ადამიანს, რომელსაც მხიარულება მოჰქონდა იქ, სადაც ჩნდებოდა, და რომლის ჩვენებებს ყველა ელოდებოდა და ყველა ლაპარაკობდა.

ნარკორეალიზატორები ანგრევენ ადამიანების ცხოვრებას და ამას ხმამაღლა უნდა ვამბობდეთ — ისინი დასაჭერები არიან. ნარკოდამოკიდებული ადამიანი კი მტერი არ არის — ის ავად არის და მკურნალობა სჭირდება. რეალიზატორის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივი და ყველაზე უსამართლო გზაა. დათუნა არ არის ნარკორეალიზატორი. ბოლო წლებში დათუნასთან დაკავშირებული პრობლემები მის მძიმე მდგომარეობას უკავშირდებოდა. ბევრმა ახალმა კლიენტმა წინასწარ იცოდა რისკებზე და მაინც მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ. დღეს კი იგივე ადამიანები პასუხისმგებლობას მხოლოდ მას აკისრებენ, თითქოს ავადმყოფობა და კონტექსტი არ არსებობდა, თითქოს ადამიანი მხოლოდ მაშინ იყო ადამიანი, როცა ყველას აწყობდა. არ არსებობს იმაზე მძიმე ვიდრე ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელით მარხავს ამდენწლიანი შრომის შედეგს — და შენ გვერდით დგახარ სრულიად უძლური.

Baby, მჯერა — დადგება დღე, როცა ეს სიბნელე უკან დარჩება. გამოჯანმრთელდები, ფეხზე წამოდგები და თავიდან შექმნი იმ სილამაზეს, რომელიც მხოლოდ შენ შეგიძლია. Stay strong" - წერს ნატალია ყიფშიძე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ამბის გავრცელებას არაერთი ცნობილი სახის კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს დიზაინერის მეგობარი, გიორგი გიორგი ლაბაძე.