loader

ზელენსკის განცხადებით, მზადაა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ერთი პირობით... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზელენსკის განცხადებით, მზადაა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ერთი პირობით...

“კვი­რას, ბერ­ლინ­ში, ამე­რი­კელ ელ­ჩებ­თან გა­მარ­თუ­ლი ხუთ­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის უარი თქვას ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბებ­ზე“, - ამის შე­სა­ხებ theguardian წერს და შეხ­ვედ­რის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­საც გვიყ­ვე­ბა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სტივ უიტ­კოფ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი“.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, დმიტ­რო ლიტ­ვინ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ზე­ლენ­სკი და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რებს ორ­შა­ბათს გა­ა­კე­თებს. მან დას­ძი­ნა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ჟა­მად დო­კუ­მენ­ტე­ბის დე­ტა­ლებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

“მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ და­სავ­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მზად არის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა­ზე უარი თქვას,“ - წერს გა­მო­ცე­მა. ზე­ლენ­სკიმ ნა­ტო­ში დათ­მო­ბას კომ­პრო­მი­სი უწო­და.

"უკ­რა­ი­ნა თა­ვი­დან­ვე ცდი­ლობ­და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას: ეს რე­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს იძ­ლე­ვა. აშშ-სა და ევ­რო­პის ზო­გი­ერ­თმა პარტნი­ორ­მა არ და­უ­ჭი­რა მხა­რი ამას", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ აშშ-ს, ევ­რო­პის და სხვა ქვეყ­ნე­ბის (რო­გო­რი­ცაა კა­ნა­და და ია­პო­ნია), უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს შე­ეძ­ლო „რუ­სე­თის კი­დევ ერთი შეჭ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა“.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ფრიდ­რიხ მერ­ცი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც, წყა­როს ცნო­ბით, მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პლატ­ფორ­მა და­ტო­ვა.

დღეს გერ­მა­ნი­ა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის სხვა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბიც ჩავ­ლენ.