"ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი და დეველოპერები ალბათ, კრიტიკაში გამატარებენ“ - რას ამბობს „დეველოპერული სერვისების" დამფუძნებელი შიდა განვადებებზე?
"ის „ბაირამობა“, რომელიც ბაზარზე წლების განმავლობაში იყო დეველოპერების მხრიდან, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, შეჩერდება და არ გაგრძელდება იმ ტემპით, როგორც იყო", - ამის შესახებ „დეველოპერული სერვისების" დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, შიდა განვადებების რეგულირებაზე. როგორც გივი კორინთელმა განმარტა, თუ შიდა განვადებას მთლიანად საბანკო სესხი ჩაანაცვლებს, გაყიდული ბინის თანხები პირდაპირ ბანკში წავა და შემდეგ საფინანსო თავადვე დააფინანსებს მშენებლობას.