loader

პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.

კამპანია ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს და 13–14–15 დეკემბერს ერთდროულად გაიმართება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში.

ამასთან, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პლაკატები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.