"დაუჯერებელი კადრებია" - ვიდეოში ჩანს, როგორ განაიარაღა ავსტრალიაში ტერაქტის დროს მოქალაქემ თავდამსხმელი
ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.
მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება "მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს".
პარალელურად მედიაში ვრცელდება თავდასხმის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს რომ ერთ-ერთი ტერორისტი მოქალაქემ განაიარაღა.