ბათუმში, კორპუსიდან მიუსაფარი ძაღლი სავარაუდოდ გადმოაგდეს – ცხოველი ადგილზე დაიღუპა
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ძაღლი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოაგდეს.
ინფორმაციას და ამის ამსახველ ფოტოს ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ ძაღლი ადგილზე მოკვდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის ცხოველთა უფლებადამცველები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს სიმაღლიდან ძაღლის გადმოგდების პირველი შემთხვევა არაა.
ისინი მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობის საკითხის მკაცრად დაყენებას მოითხოვენ.