loader

კახეთში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცს მისი ოჯახის წევრებმა მიაკვლიეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში.

მათივე თქმით, ის მუდმივად დასაქმებული იყო და რაიმე საეჭვო ქცევა მისთვის არ შეუნიშნავთ.

რა მოხდა სოფელ კაკაბეთში, სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.