უმძიმესი ავარია სენაკში - არის მსხვერპლი
სენაკში ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ბეტონის ჯებირს შეეჯახა, სწორედ აღნიშნული ახალგაზრდა მართავდა.
დაშავებულია ასევე, მანქანაში მჯდომი მეორე მამაკაციც, რომელიც სენაკის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია.