loader

ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილნი არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

აქციაზე იმყოფება საქართველო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დღეს მოქალაქეებს პროტესტისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ამოქმედდა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები, რაც საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებს ეხება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დღეს ტრადიციული მსვლელობა.

ვიდეო: მარიამ ხუგაშვილი