"საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა" - შემთხვევა მარნეულში მოხდა
მარნეულში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
დაჭრილი მე-8 კლასის მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.