შეღავათი შეეხება 1 685 პირს - რა იცვლება კანონში პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის?
პარლამენტში ინციირებულია კანონპროექტი, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გულისხმობს.
კერძოდ, როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, ხშირია საპენსიო თანხების ზედმეტად გაცემის შემთხვევები, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს პენსიონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის პენსიონერის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება, პენსიონერის გარდაცვალება და სხვა. თუმცა, ხშირია მსგავსი ინფორმაციის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რის გამოც საპენსიო თანხების ზედმეტად გაცემა ხდება. მაგალითისთვის, თვეში დაახლოებით 30 შემთხვევაა, როცა ოჯახი პენსიონერის გარდაცვალებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვიან არეგისტრირებს,“ - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. განაგრძეთ კითხვა>>>>