რა უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს თურქმენეთში გადაღებული ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტოს შესახებ კითხვას?
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა რა არის - ეს გახლავთ საქართველოს დეოკუპაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრება.
მისი თქმით, პუტინსა და კობახიძეს შორის არავითარი შეხვედრა არ იგეგმება.