"აჟიოტაჟია ატეხილი, ხალხი საკმარისზე მეტ კვერცხს ყიდულობს..." - რას ამბობს "კუმისის" დირექტორი?
„აჟიოტაჟია ატეხილი და ადამიანები ყიდულობენ საკმარისზე მეტ კვერცხს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კუმისის“ დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა.
როგორც კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი ამბობს, ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება დაახლოებით, 10 დღეში დასტაბილურდება.
"აჟიოტაჟია ატეხილი. საკმარისი რომ არის 4 ცალი კვერცხი, მაგის მაგივრად ადამიანები ყიდულობენ 20 ცალს. ფიქრობენ, შეიძლება გაწყდეს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ამას მიება. დარწმუნებული ვარ, 1 კვირაში ან 10 დღეში ეს აჟიოტაჟი ჩაივლის.
ძალიან ჰგავს აჟიოტაჟის, სენსაციის შემთხვევას, რომელიც ნამდვილად ვერ ამოვხსენით. ვერ ამოვხსენით იმიტომ, რომ ფიზიკურად რასაც ვაწვდიდით, იმ რაოდენობას ვაწვდით ისევ და შეფერხება არაფერში არ გვქონია. განაგრძეთ კითხვა>>>>