"ვზივარ და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო თუ არა დათუნა სულიკაშვილის ჩემთან მიმოწერა" - რას წერს მსახიობი ენდი ძიძავა დიზაინერზე, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს?
"რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?! ავად რომ იყო, ეს მთელმა თბილისმა იცოდა" - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ენდი ძიძავა დაკავებულ დიზაინერზე, დათუნა სულიკაშვილზე.
არსებული ინფორმაციით, დათუნა სულიკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.
"აი, ვზივარ და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო თუ არა დათუნა სულიკაშვილის ჩემთან მიმოწერა, მაგრამ უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს მისი თანხმობის გარეშე გამოვფინო აქ წერილები, რომლებიც ძიებასაც კი გამოადგება მისი ნარკოგამსაღებლის უდანაშაულობის მტკიცების ნაწილში... ალბათ, ჩემნაირად რამდენი ფიქრობს... რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?!.. ავად რომ იყო, ეს მთელმა თბილისმა იცოდა.
პ.ს. ვინც მიცნობთ, წესით, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ნარკოდანაშაულისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მე მზად ვარ, წარგიდგინოთ მიმოწერა. ამ მიმოწერით (და ასეთი მიმოწერები მრავლად მოიძებნება დათუნას სამეგობროში) ნათელი გახდება ის, რომ დათუნა და ნარკორეალიზაცია ერთად, ერთი დიდი აბსურდია. ბოლო წერილი გუშინწინ მოწერილია, რომელზედაც უბრალოდ აღარ ვუპასუხე" - წერს ენდი ძიძავა.