loader

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

მარშის მარშრუტი უცნობია და მსვლელობის ორგანიზატორები მიმართულებას სპონტანურად ადგენენ.

მსვლელობის დაწყების წინ მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტატო ქელბაქიანმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ აქციების ახალ ფორმას შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მოიფიქრებენ, რათა პროცესს მინიმალური ზიანი მიადგეს.

„საქართველო ადექი, აჯანყდი“, „ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.

ვიდეო: მარიამ ხუგაშვილი