loader

"10 წლის შემდეგ ვნახე მამიკო ნიუ-იორკში" - დათუნა ტატულაშვილის ემოციური შეხვედრა მამასთან: როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 წლის შემდეგ ვნახე მამიკო ნიუ-იორკში" - დათუნა ტატულაშვილის ემოციური შეხვედრა მამასთან: როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

"10 წლის შემდეგ ვნახე მამიკო ნიუ-იორკში" - დაწერა სოციალურ ქსელში დათუნა ტატულაშვილმა, ბიჭმა, რომელიც "დათუნატატ" - ამ სახელით არის "ტიკტოკზე" ცნობილი, იუმორისტია და 419.500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

"სახლში ერთად ვცხოვრობთ - მე, დედა, ბებია - მამაჩემის დედა და ჩემი 9 წლის ძმა. მამა საზღვარგარეთაა, ემიგრანტია. მას "თეატრალური“ აქვს დამთავრებული და ქორეოგრაფია, ადრე ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. მერე ცხოვრებამ მოიტანა და უკვე 7 წელია ამერიკაშია. მყავს ორი ძაღლი და 4 თუთიყუშიც. ძალიან მიყვარს ფრინველები, ცხოველები და მცენარეები.

დედა ექთანია, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს. მე და დედა კარგი მეგობრები ვართ. კარგი კულინარია, სასწაული ხელის პატრონია, კარგ ხინკალს აკეთებს და რას არა. რომ ვთქვა, ხინკლის შეხვევა კარგად გამომდის-მეთქი, არა, კარტოფილის ხინკალს თევზის ფორმისას კი მშვენივრად ვართმევ თავს. სხვა კერძებსაც ვამზადებ. „სამზარეულოს ომებშიც“ ვმონაწილეობდი, ათეულში მოვხვდი," - ამბობდა 2023 წელს Ambebi.ge-სთან ინტერვიუში დათუნა.