მძიმე დიაგნოზი და ახალგაზრდა კაცის ბრძოლა სიცოცხლისთვის - 2 შვილის მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება
დავით ჭრელაშვილი 40 წლის, ორი შვილის მამაა. მას ცოტა ხნის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - პანკრეასზე დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. ახლობლების თქმით, 5 ქიმიოთერაპიის შემდეგ აუცილებელი გახდა ჰოსპიტალიზაცია და ორგანიზმის გასაძლიერებლად 6 ერთეული პროტეინის გადასხმა. მკურნალობის გაგრძელებისთვის, საჭიროა 37,000 $ დოლარი.
"ჩემებო უცნობებო და ნაცნობებო, გთხოვთ, გვერდში დაუდგეთ ჩემს მეუღლეს. თქვენი წვლილი ნიშნავს სიცოცხლის გაგრძელების შანსს. კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი დახმარება. თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება და მხარდაჭერა ნიშნავს შანსს, იმედს და სიცოცხლეს.
ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია. 5 ქიმიოთერაპიის შემდეგ აუცილებელი გახდა ჰოსპიტალიზაცია და ორგანიზმის გასაძლიერებლად 6 ერთეული პროტეინის გადასხმა. ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების ფონზე განვითარდა საშარდე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთება, ასევე კოლიბაქტერიით ინფიცირება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საერთო მდგომარეობას. მკურნალობის გაგრძელებისთვის საჭიროა 37,000 $ დოლარი, რადგან დაინიშნა აგრესიული ქიმიოთერაპიის 6 კურსი, რომლის მიზანია დაავადების პროგრესის შეჩერება და მდგომარეობის სტაბილიზაცია," - განგვიცხადა დავით ჭრელაშვილის მეუღლემ.
ჩვენი მკითხველის გულისხმიერებამ არაერთი ადამიანი გადაარჩინა უკვე, კვლავაც გვაქვს თქვენი ქველმოქმედების იმედი.
გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა.
თიბისი ბანკი GE74TB7628345061100049
საქართველოს ბანკი GE59BG0000000499498338
პ/ნ 01005023032
მიღები მაკა ბარამიძე (მეუღლე)
საქართვეოს ბანკი GE87BG0000000603480088
პ/ნ 01007015390
მიღები ეკატერინე ჭეშმარიტაშვილი (დედა)
