loader

ტრამპის ინიციატივა - აშშ-ში ცხოვრების უფლება 1 მილიონ დოლარად, ამოქმედდა - რა პროცედურაა გასავლელი "ოქროს ბარათის" მისაღებად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის ინიციატივა - აშშ-ში ცხოვრების უფლება 1 მილიონ დოლარად, ამოქმედდა - რა პროცედურაა გასავლელი "ოქროს ბარათის" მისაღებად?

აშშ-ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ოქ­როს ბა­რა­თის“ პროგ­რა­მა ამოქ­მედ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

"ოქ­როს ბა­რა­თის“ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აშშ-ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შეძ­ლე­ბენ.

გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა ვებ გვერ­დზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ კან­დი­და­ტებს 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის "შე­მო­წი­რუ­ლო­ბის“ გა­დახ­და მო­უ­წევთ.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მწვა­ნე ბა­რა­თია, მაგ­რამ ბევ­რად უკე­თე­სია. ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია“, - გა­ნუ­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აშშ-ის ვაჭ­რო­ბის მდი­ვან­მა, ჰო­ვარდ ლუტ­ნიკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და.

"ველი, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით ბა­რათს გავ­ყი­დით და მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს მი­ვი­ღებთ“, - აღ­ნიშ­ნა ლუტ­ნიკ­მა.