ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.
„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 26-დან 24 მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების ნაკლებობა) ორივე ასპექტი დაირღვა. 14 მომჩივნის მიმართ მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) დაირღვა. 11 მომჩივნის მიმართ მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება) დაირღვა“, - ნათქვამია დადგენილებაში.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ 38-ე მუხლი (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო საშუალების უზრუნველყოფა) არ დარღვეულა.
„საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლას. დაახლოებით 12 000 ადამიანისგან შემდგარი პროტესტი, რომელსაც დაახლოებით 5 000 პოლიციელი აკონტროლებდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის ერთ-ერთი ცნობილი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა. მომჩივნები (ერთის გარდა) ან აქციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. უმეტესობამ სახელმწიფო ორგანოების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გაანგრძეთ კითხვა>>>