loader

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა - მას სახეზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა - მას სახეზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

ქარელის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა - მას სახეზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ქართლის ამბები" ავრცელებს და წერს, რომ თავდაპირველად ბავშვი კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადაყირავდა და

მცირეწლოვანი მოიყოლა. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ, აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოა "ქართლის ამბების" ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის

სასამართლოში განიხილეს, სადაც, მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სააპელაციო სასამართლოში კი მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, სააგენტოს კი განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს.