loader

რატომ დუმს დაავადებათა კონტროლის­ ცენტრი და ჰქონდათ თუ არა დაზარალებულთა­თვის კვლევის ჩატარების ვალდებულება? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დუმს დაავადებათა კონტროლის­ ცენტრი და ჰქონდათ თუ არა დაზარალებულთა­თვის კვლევის ჩატარების ვალდებულება? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით

BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დუმს დაავადებათა კონტროლის­ ცენტრი? ჰქონდათ თუ არა დაზარალებულთა­თვის კვლევის ჩატარების ვალდებულება, ამირან გამყრელიძე პასუხობს:

"ჩემთვის რთულია იმ ინსტიტუტებზე საუბარი (ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი), სადაც ჩემი ცხოვრების დიდი და შეგნებული ნაწილი გავატარე. გეტყვით მხოლოდ ერთს - უნდა გავმიჯნოთ სამი სხვადასხვა ტიპის საფრთხე: ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული. დღეს წინა პლანზე უნდა იყოს სამი უწყება - შსს, ჯანდაცვა და ნაწილობრივ გარემოს დაცვის სამინისტრო. ისინი­ არიან პასუხისმგებელი, კოორდინირებულად­ გაატარონ ღონისძიებები და ადგილობრივ ან საერთაშორისო ლაბორატორიებში დაადგინონ, რა ნივთიერება იყო ეს! თუ 9 აპრილის მოვლენების დროს ოპერატიულად მოხერხდა მომწამვლელი საშუალების ლაბორატორიული შესწავლა, დღეს გაცილებით მეტი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არსებობს, მათ შორის საქართველოშიც ბევრი კარგი ქიმიური ლაბორატორიაა, სადაც შესაძლებელია სწრაფად დადგენა, ოღონდ არა ლუგარის ცენტრში, რადგან ლუგარი ბიოლოგიური ლაბორატორიაა და იქ ეს ანალიზი ვერ ჩატარდება." განაგრძეთ კითხვა...