"მაინც ვერ ისწავლა ადამიანმა, რომ ,,ორი ბატონის მსახური ვერ იქნები" - რას წერს გია ჯაჯანიძე
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
სული უკვდავია. გარდაცვლილი ადამიანის სული უკვდავია. სული ყველაფერს გრძნობს და ხედავს.მიცვალებულის სული ჩვენ გვეხმარება.მიცვალებულის სული ჩვენ გვსჯის.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვიყავით ჩვენ ადამიანებთან, სანამ ისინი გარდაიცვლებოდნენ, როგორ ვექცეოდით მათ, როგორი მადლიერები ვიყავით მათი, რა დამოკიდებულება გვქონდა მათ მიმართ.ამბობენ, თუ უბრად იყავი ადამიანთან და გარდაიცვალა, მთელი ცხოვრება გაგაწვალებს, ამიტომ, აუცილებელია სიცოცხლეში გაარკვიო ადამიანებთან ურთიერთობა.მიცვალებულის სული ყველაფერს გრძნობს, თუ მას გარდაცვალებამდე რამე მოატყუე, მასზე ცრუ ისაუბრე, განიკითხე და უდიერად მოიხსენიე, ან მისი სიკვდილი ინატრე.იციან დანაშაულს რომ სჩადიან ადამიანები, იციან ცუდს რომ ფიქრობენ და ამბობენ, მაგრამ მაინც... არასოდეს არავის არაფერი შერჩენია, მაგრამ მაინც... არასოდეს ქარის მოტანილი არავის შერჩენია, მაგრამ... მაინც ვერ ისწავლა ადამიანმა, რომ ,,ორი ბატონის მსახური ვერ იქნები'',,როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი," - წერს გია ჯაჯანიძე.