loader

"მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას" - თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას სასამართლო დავა მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას" - თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას სასამართლო დავა მოუგო

თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას სასამართლო დავა მოუგო - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

"მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას. "გიგაზე ამბობენ რომ ფული აიღო ბიძინასგან" ნაწილი არ დამიკმაყოფილა მხოლოდ, რადგან სხვებს ეყრდნობოდა და მაგას გავასაჩივრებ - ბოლომდე! " - წერს ჩერგოლეიშვილი.

ბაია პატარაიამ თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით Facebook-პოსტი 10 იანვარს დაწერა. ის ამტკიცებდა, რომ "ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არცერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით".

საჩივრის შეტანამდე, თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიასგან ცილისწამების საჯაროდ აღიარებასა და ბოდიშს შემდეგ ბრალდებებზე ითხოვდა:

"მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდნენ”, “იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა”, “მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილკტივი, ვერ აცალკევებდა ამ ორს”, “სამინისტროები ვალდებულები იყვნენ, ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი”, “კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს”, “ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში”