loader

"ამ ნივთერებამ შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს" - სიმბოლოები, რომლებიც ხშირად შეუმჩვეველია დაგეხმარებათ, როგორ განასხვაოთ უსაფრთხო და საზიანო პლასტმასის ჭურჭელი ერთმანეთისგან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ნივთერებამ შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს" - სიმბოლოები, რომლებიც ხშირად შეუმჩვეველია დაგეხმარებათ, როგორ განასხვაოთ უსაფრთხო და საზიანო პლასტმასის ჭურჭელი ერთმანეთისგან?

ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელს, თითქმის ყველა ოჯახში იყენებენ. თუმცა, იცით თუ არა, რომ პლასტმასის ყველა ნაკეთობა უსაფრთხო არ არის.

როგორ განვასხვავოთ უსაფრთხო და საზიანო ჭურჭელი ერთმანეთისგან?

მცირე სიმბოლოები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველია, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საკმარისია ერთი წამით დავაკვირდეთ ნიშნებს, რომ საშიში მასალა უსაფრთხოსგან მარტივად გავარჩიოთ.

პლასტმასის ჭურჭლის ძირზე განთავსებული უნდა იყოს ციფრი და ლათინური ასოებისაგან შემდგარი აბრევიატურა, რაც პლასტმასის ხარისხსა და საფრთხეებზე მიგვითითებს. მაგალითად, სამკუთრედში ჩასმული ნიშანი წარწერით, PS და ციფრი 6 - ნიშნავს, რომ მისი გამყენება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თუ ჭურჭელზე დაგანილია ასო „PP“ და ციფრი „5“ , ასეთ ჭურჭელი სპეციალისტების თქმით, უსაფრთხოა.

თუ ჭურჭელზე დატანილია წარწერა „BPA free“. ეს ნიშნავს, რომ მასალა არ შეიცავს ბისფენოლ A-ს – ნივთიერებას, რომელიც ჰორმონულ ბალანსზე მოქმედებს.

ბიფენოლი ორგანიზმზე ესტროგენების მსგავსად მოქმედებს, მისმა ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა სიმსივნური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.

აღნიშნული საფრთხეების გამო ბევრმა ქვეყანამ ამ ტიპის პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება აკრძალა.

სპეციალისტები კი გვირჩევენ, მაქსიმალურად გადავიდეთ მრავალჯერად ჭურჭელზე – მინა, ან უჟანგავი ფოლადი.

გარდა ჯანმთელობისთვის მიყენებული ზიანისა, პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612, მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს.

სტატისტიკის გათვალისწინებით, 2026 წლის პირველი იანვრიდან

პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების წარმოებას იმპორტს და სხვა ბაზარზე განთავსებას კრძალავს.ეს რეგულაცია არ ეხება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოებას ექსპორტის მიზნით.

კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.