"მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს" - ირაკლი კობახიძე
2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით, 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი, 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.