"როგორ გძინავთ? გეყოთ გამბედაობა, აზრზე მოდით!" - რა თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ოპოზიციის ნაწილი "ლაყბობს" და "მოქმედების" ეშინია.
"გეყოთ გამბედაობა, აზრდზე მოდით, ყურები გამოიჩხიკეთ" - ამბობს დაკავებული.
ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ...
აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გგდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს... თქვენ კიდევ ელოდებით, როდის გავხდებით კამბოჯა...
ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში... სახლში მოგივარდებიან. სამასამადე პოლიტპატიმარია. როგორ გრძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ? თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა, ქრთამი მოიკითხეთ თქვენსკენ...9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. ეთერებს ავსებთ, მომაბეზრებელია თქვენი ლაყბობა... უაზროდ კამათობთ ამ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ, რას კამათობთ, ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ..."- თქვა ხაბეიშვილმა. 100 ათასი უნდა აპროტესტებდეთ! რა ქნან დილეგში გამოკეტილმა ხალხმა? - აცხადებს ენმ-ის ლიდერი.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობაზე კამათს ჯობია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავდიეს გარეთ და უფრო მეტმა ადამიანმა იბრძოლოს მათთვის, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ახლა სასჯელს იხდის.
თუ არაფერს აკეთებთ, ამდენი ხალხი რომ ციხეშია, მაშინ უთხარით ითანამშრომლონ და გამოუშვებენ - თქვა ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერმა სასამართლო პროცესზე.
უაზროდ კამათობთ ერთიანობაზე, ერთმანეთი ვისაც გეზიზღებთ, ისინიც კი შეთახმებულები ხართ. ვის ატყუებთ, რა ქნან დილეგში გამოკეტილმა ხალხმა? 100 ათასი უნდა აპროტესტებდეთ.
საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ შიში. არც მე მინდა ციხეში, მაგრამ უნდა დაამარცხოთ ეს შიშები. საქართველოს ბედი წყდება დღეს, მშვიდად ნუ გძინავთ! გამოდით გარეთ, შეიცოდეთ ეს ხალხი (ვინც ციხეშია)
თუ არაფერს აკეთებთ ამდენი ხალხი რომ ციხეშია, მაშინ უთხარით ითანამშრომლონ და გამოუშვებენ,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.