loader

"თავიდან არ მიაქვთ ხოლმე ამ დაავადებაზე ეჭვი, გვიან ეტაპზე კი აქვს სერიოზული გართულებები" - როგორ გადადის ბრუცელოზი ადამიანზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავიდან არ მიაქვთ ხოლმე ამ დაავადებაზე ეჭვი, გვიან ეტაპზე კი აქვს სერიოზული გართულებები" - როგორ გადადის ბრუცელოზი ადამიანზე?

ტრადიცია თუ საფრთხე? — რას მალავს თერმულად დაუმუშავებელი რძე და მისგან შექმნილი პროდუქტები?

სოციალურ ქსელში გავრცელლდა აბავი 80 წლის ქალზე, ჭყინტი ყველის მიერთმევის შემდეგ, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიზეზად - ბრუცელოზი დასახელდა.

ბრუცელოზი, ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, მსხვილ­ფე­ხა და წვრილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვთან კონ­ტაქ­ტით ან არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბით გა­და­დის ადა­მი­ან­ზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ბრუცელოზის, 200 შემთხვევა რეგისტრირდება მეტწილად სოფლებში.

ბრუ­ცე­ლო­ზის მა­ღა­ლი რის­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მხო­ლოდ პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა ან რძის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მი­ნი­მუმ 75°C-ზე ადუ­ღე­ბა, რაც ბრუ­ცე­ლას ბაქ­ტე­რი­ას ანად­გუ­რებს. ბრუ­ცე­ლო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცხო­ველ­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ასაც, რად­გან ადა­მი­ა­ნების აცრა არ ხდება.