loader

"მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება, მჭირდება პროცედურები, რაც საპატიმროში ვერ კეთდება, მაქვს მორალური პრობლემაც, ასევე მყავს 8 შვილი - ესეც გაითვალისწინეთ" - ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება, მჭირდება პროცედურები, რაც საპატიმროში ვერ კეთდება, მაქვს მორალური პრობლემაც, ასევე მყავს 8 შვილი - ესეც გაითვალისწინეთ" - ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს საჭიროებს, პენიტენციურ სისტემაში კი აღნიშნულს ვერ იღებს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს არსებით ცვლილებას წარმოადგენს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

"არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ იკურნება, ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში ვმკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ", - განაცხადა ბურჭულაძემ. განაგრძეთ კითხვა>>>