ანსამბლი "რუსთავი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ "რუსთავის" ყოფილი წევრი ლევან სამყურაშვილი. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ანსამბლი "რუსთავი" ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ანსამბლ "რუსთავის" ყოფილი წევრის, უფროსითაობის გამორჩეული მომღერლისა და შემოქმედის, ბატონი ლევან სამყურაშვილისგარდაცვალების გამო.
ბატონი ლევანი შესანიშნავი მუსიკოსი და ანზორ ერქომაიშვილის ერთგულითანამოაზრე იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურისგანვითარებაში.
ვუსამძიმრებთ ლევან სამყურაშვილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.