loader

"ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ლეტალური შედეგი არ დადგა... ვფიქრობ, გამოიყენეს საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერება" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ლეტალური შედეგი არ დადგა... ვფიქრობ, გამოიყენეს საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერება" - ამირან გამყრელიძე

BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

"ჩვენ მიერთებული ვართ საერთაშო­რი­სო კონვენციას­ და აქციების დაშლისას მართლაც არა მგონია აკრძალული ქიმი­ური და ბიოლოგიური ნივთიერებები გამოეყენებინათ, მაგრამ, ვფიქრობ, გამოიყენეს საკმაოდ ტოქსიკური­ ნივთიერება, რომელმაც ჯანმრთელობის­ სერი­ოზული დაზიანება გამოიწვია.

ამასთან,­ ვიწრო ადგილას, სადაც ადამიანების დიდი თავშეყრაა­, ამის გამოყენება­ ასეთი ინტენსივო­ბითა და ხანგრძლი­ვობით არ არის გამართლებული, შესაძლოა დაზიანებულიყო როგორც მომიტინგე, ასევე­ იქ მცხოვრები ხალხი.

ჩვენ, ალბათ, ღმერთმა დაგვიფარა, რომ ლეტალური შედეგი არ დადგა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მიტინგი მშვიდობიანი იყო, ამიტომ არ იყო საჭირო ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასევე, არ ვიცი, რამდენად დაცული იყო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გამოიყენება სპეციალური საპოლიციო საშუალებები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაშლამდე ხალხი უნდა გაეფრთხილებინათ, განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომ სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია... ამ დროს სასურველი იყო დაერიგებინათ პირბადეებიც, განსაკუთრებით N95 ტიპის" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

განაგრძეთ კითხვა>>>