ვრცელდება უმძიმესი ვიდეოკადრები: 23 წლის ბიჭი სცემეს, გააშიშვლეს, დააჩოქეს და ვიდეო გადაუღეს - რას ჰყვებიან ადგილობრივები მარნეულში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე?
ჩანაწერი, რომელსაც "კურიერი P.S." სრულად არ ასაჯაროებს, 23 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ასახავს. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში, მას ბანქოში წაგებული ფულის, 20 000 ლარის მიტანას სთხოვდნენ. თანხის ნაწილი - 6 500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს, თუმცა სამმა თანასოფლელმა მას დამატებით კიდევ 10 000 ლარი დააკისრა, უარის შემდეგ კი სახლიდან ავტომობილით გაიტაცეს, დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს და არაადამიანურად გაუსწორდნენ. გამომძალველებმა მამაკაცი გააშიშვლეს, დააჩოქეს და ვიდეო გადაუღეს.
ვიდეო: "რუსთავი 2"