loader

არაბული კომპანია "იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ სამების საკათედრო ტაძრისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაბული კომპანია "იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ სამების საკათედრო ტაძრისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, ახლა კი აქციის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში Eagle Hills-ის პროექტს აპროტესტებენ, სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ.

„მალე, ეს ქვეყანა ქართველების არ იქნება. ქართველებო, უფლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, გავუფრთხილდეთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, წინაპართა წინაშე გვაქვს ვალდებულება, ენა, მამული და სარწმუნოება გადავცეთ შთამომავლობას“,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორი „ალტ ინფოა“.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.

„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო: "ნეტგაზეთი"