loader

"ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს... ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ქიმიურ ნივთიერებებს" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს... ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ქიმიურ ნივთიერებებს" - ამირან გამყრელიძე

მოსალოდნელი იყო, რომ ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივად გამოყენებას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს - სახელმწიფოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს და იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობენ, რომ დარბევის დროს ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილები კვლავ აქვთ, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და მათი რჩევების მიხედვით მოიქცნენ.

„სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა.... რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა... ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე.

9 აპრილის გამოცდილებიდან მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიოდნენ მოწამლული ადამიანები, იქ მაცხოვრებლები, ასევე სამძიმარზე მიდიოდნენ დაღუპულ ადამიანებთან, იქ კი ყვავილებთან კონტაქტის შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს ინარჩუნებდა მდგრადობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე-თვე-ნახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს]. განაგრძეთ კითხვა>>>>